საინვესტიციო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. უძრავი ქონების საინვესტიციო სააგენტო აისი ინვესტი დაფუძნდა 2014 წლის 26 აგვისტოს, დღიდან დაარსებისა კომპანია დინამიურად ვითარდება და ბაზარზე აქვს აქტიური როლი.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 მდე, შაბათს 10:00 დან 15:00 მდე, კვირა დასვენება )
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
- კომ.პროგრამების ცოდნა: დამაკმაყოფილებლად
- განათლება: საშუალო
- პასუხისმგებლობა საქმისადმი
- საქმისმოყვარეობა
- პუნქტუალურობა
- მოტივაცია
- სტრესულ სიტუაციებში მოქმედების უნარი
- გუნდური საქმიანობის უნარი
- ხელმძღვანელის დავალებების ზედმიწევნით შესრულება (პროფესიული განვითარებისთვის)
- უცხო ენის (სასურველია ინგლისური ) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- ელექტრონული სერვისებით სარგებლობა
- შედეგზე ორიენტაცია
- უძრავი ქონების აგენტობის სურვილის მქონე საქმისმაძიებელი პირი უნდა იყოს მოაზროვნე, შეეძლოს პოტენციურ დამკვეთთან დამაჯერებელი საქმიანი საუბრის წარმართვა, მეგობრული დამოკიდებულების ფორმირება, აუცილებელია იყოს კომუნიკაბელური.
უძრავი ქონების აგენტის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს:
- სააგენტო აისი ინვესტის ან აგენტის მიერ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება
- სხვადასხვა ტიპის ქონების ადგილზე დათვალიერება
- ქონების შესახებ ინფორმაციის დამუშავება ( ფოტო და ვიდეო მასალა, მესაკუთრეს მონაცემები, აღწერა )
- საშუამავლო ხელშეკრულების გაფორმება
- აისი ინვესტის ბაზაში დამუშავებული მონაცემების განთავსება
- უძრავი ქონების აგენტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზით.
- ანაზღაურება გამომუშავებით, ( 1000 ლარიდან 3000 ლარამდე ), დიფერენცირებული მაღალი პროცენტი წარმატებული გარიგებიდან.
- მისამართი:საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N 13 , ვაკის რაიონის გამგეობის წინ, AXIS კორპუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:aisiinvest@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 555 40 82 09 ან 032 2 04 33 33
მიღება მოხდება ორ ეტაპად:
- გასაუბრება
- ტრეინინგი
შესაძლებელია გამოცდილი უძრავი ქონების აგენტის გადამზადება. შერჩეული კანდიდატის გუნდში მიღებამდე სტაჟირების ვადა შეადგენს 15 კალენდარულ დღეს.
გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას.