მეპატრონეებთან ურთიერთობის კოორდინატორი

ბათუმი სრული განაკვეთი Alliance Palace
მივლინება: არა
გაყიდვები: უძრავი ქონება, კლიენტების მომსახურების მენეჯერი
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“  აცხადებს ვაკანსიას მეპატრონეებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • უშუალო კომუნიკაცია აპარტამენტების მფლობელებთან, როგორც ვერბალური ასევე სოციალური არხის / ელ.მეილის/ სატელეფონო ზარის საშუალებით;
  • აპარტამენტების მფლობელებსა და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტს შორის სწორი კომუნიკაციის მეშვეობით საკითხების გადაჭრა; 
  • აპარტამენტების მფლობელების საკონტაქტო ინფორმაციის მუდმივი განახლება;
  • „ალიანს პალასის“ მენეჯმენტის მიერ მართული აპარტამენტების სტატუსებისა და სხვა დეტალების მუდმივი განახლება.
  • საჭირო ხელშეკრულების გაფორმება / მიწოდება მეპატრონეებისთვის;

მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა 
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის 

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2024 წლის 2 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „მეპატრონეებთან ურთიერთობის კოორდინატორი“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
გისურვებთ წარმატებას!