საბაჟო სერვისის კლიენტების მომსახურების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი DHL
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საბაჟო
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას საბაჟო სერვისის კლიენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე. 
 

ძირითადი მოვალეობები: 
  • განსაბაჟებელ დაზიანებულ გზავნილებზე რეპორტის მომზადება; 
  • შიდა პროგრამაში  მიმოწერის გახსნა, დაზიანების ამსახველი ფოტომასალის და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა; 
  • მიმღებთან კომუნიკაციას და მასთან საბაჟო ჭრილში პრობლემური ფაქტის განხილვას; 
  • საბაჟო საწყობში ზედდებულის გარეშე შემოსული ტვირთის იდენტიფიცირება და საბაჟო პროცედურისთვის მომზადება; 
  • DHL-ის სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოს საგადასახო და საბაჟო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის მიწოდება; 
  • განსაბაჟებელ გზავნილებზე დეკლარირების ვადის კონტროლს და   ელექტრონულ აღრიცხვას; 
  • შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება; 
  • ხელმოწერილი დეკლარაციის შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთვას; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოგისტიკის განხრით, სასურველია საბაჟო-საგადასახადო სპეციალიზაციის მიმართულებით.; 
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო გაფორმების მომსახურების ან მომიჯნავე მიმართულებით.; 
  • საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • MS Office, Windows, სრუყოფილი ცოდნა. 
 
უნარ-ჩვევები: 
  • პუნქტუალური; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; 
  • სიახლის ათვისების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტრირებული; 
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  19 მაისი   ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. 
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.