უფროსი მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი Gino Paradise
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე
კურორტი თბილისში "ჯინო ფერედაისი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

„Gino Paradise” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი მოლარე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი
  • ფულადი სახსრების,ჩიპების და სხვა მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, გაცემა და შენახვა აუცილებელი წესების დაცვით.
  • ზემდგომი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება სალაროს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელისშემშლელ გარემოებებზე და მისი აღმოფხვრის გზების ძიება
  • დღის განმავლობაში მოლარეების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ხურდით მომარაგების უზრუნველყოფა
  • ურთიერთობა და კომუნიკაცია მომხმარებლებთან, სწორი ინფორმაციის გაცემა არსებული პაკეტების შესახებ , ახსნა განმარტებები მიმდინარე აქციის შესახებ, კრიზისული სიტუაციების მართვა, თავაზიანი დამოკიდებულება
  • ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს მოლარე-ოპერატორის ფუნქცია
  • დღის ბოლოს ნავაჭრი თანხის სრული აღრიცხვა და პროტოკოლით ჩაბარება მთავარ სალაროში (თანდართული ფასდაკლების დამადასტურებელი საბუთით)
  • პასუხისმგებელია სამუშაოს შესრულების ხარისხზე, შინაგანაწესის დაცვაზე და წესრიგზე თავის სამუშაო ადგილას
  • სალარო ოპერაციების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისურის ან/და რუსულის ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:
  • კარგი კომუნიკაციური უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge ან დარეკეთ ნომერზე +995 599 96 83 03
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!