კომპანია Infinity Ventures Holding ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული
კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
- საინჟინრო სისტემების პროექტირება.
- საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
- საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
სამუშაო ადგილი: ივანე იუმაშევის ქუჩა N13 (ლილო)
ანაზღაურება:1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა / დამუშავება;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება / დახარისხება;
- RS.GE-ზე მიღებული / გაწერილი სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის კანონის შესაბამისად დადასტურება / ატვირთვა;
- საქვეანგარიშო პირების მიერ გახარჯული თანხების კონტროლი და შესაბამისი აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
- საწყობებს შორის მარაგების გადაადგილების კონტროლი და შესაბამისი აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
- ფულის, როგორც სალაროს, ასევე საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი და გადარიცხვების წარმოება;
- ინვენტარიზაციაში ჩართულობა ყოველკვირეულად და მარაგების ნაშთების მართვა;
- დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
- კომპანიის ფინანსური აღრიცხვის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.