კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბენე კომფორტი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
Bene Comfort -ი არის უძრავი ქონების პირველი მულტიფუნქციური კომპანია ბაზარზე და მოიცავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს. კომპანია დაარსდა 2020 წელს,  უკვე მეოთხე წელია ემსახურება 30-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 2000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია დარგში მოღვაწე პროფესიონალებისგან. 
თუ შენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, მაღალშემოსავლიანი სამსახური და წარმატებული კარიერა ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად,  
Bene Comfort -ი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 


ძირითადი მოვალეობები: 
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება; 
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; 
  • კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა; 
  • კლიენტის მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება; 
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება; 
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; 
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა; 
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და მათ აღმოფხვრაზე მუშაობა; 
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; 
  • საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი. 
 
პროფესიული მოთხოვნები: 
  • გაყიდვების სექტორში მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია; 
  • ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა - აუცილებელია; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე - აუცილებელია; 
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • ანალიზის და ეფექტურად გადმოცემის უნარი. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დროის სწორი მართვა; 
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

სამუშაო პირობები: 

  • კვირაში 5 სამუშაო დღე; 
  • 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე; 
  • ანაზღაურება ფიქსირებული 1500 ლარი+ბონუსი. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.