მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი Hotels & Preference Hualing Tbilisi
მივლინება: არა ხელფასი: 1190
ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B, C, D
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. 
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს,  ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.

 „Hotels & Preference Hualing Tbilisi“ აცხადებს ვაკანსიას: მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
  • უზრუნველყოს სტუმრების და სასტუმროს თანამშრომლების დროული, უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება სასტუმროს ავტომობილით/ავტობუსით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მართვის მოწმობის B,C,D კატეგორია;
  • მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური  ენის  საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი:  თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი, ვიქტორ კუპრაძის 72.
სამუშაო გრაფიკი: სრული. (კვირაში 40 საათი, სამუშაო გრაფიკი ცვლაში);
ხელფასი: 1190 ლარი (Gross - გადასახადების ჩათვლით)

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: hr@hotelspreference.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა დაამუშაოს  თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 
ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ჰოტელს ენდ პრეფერენს თბილისის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან ერთად 
თქვენ უფლებამოსილი ხართ:
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი ამუშავებს თქვენს შესახებ;
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@hotelspreference.ge