აუდიტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ალგი აუდიტი
მივლინება: არა ხელფასი: 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი
აუდიტორული კომპანია „ალგი აუდიტი“  აცხადებს ვაკანსიას აუდიტის მენეჯერის თანამდებობაზე.

,,ალგი აუდიტი’’ მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება. 

სამუშაო პირობები:
  • პოზიცია: აუდიტის მენეჯერი
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე ი.აბაშიძის ქუჩა
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • ანაზღაურება: 3000 ლარიდან კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება და აუდიტორული დასკვნის მომზადება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობა;
  • მენეჯმენტის ინსტრუქციების და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება;
  • დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • კლიენტის ბიზნესში გარკვევა და პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა;
  • როექტის შესრულებისათვის აუცილებელი პასუხისმგებლობის დელეგირება დაქვემდებარებულ პერსონალზე;
  • აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო პროცესში;
  • დაქვემდებარებული პერსონალის პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობა;
  • პროფესიონალური დონის ამაღლება (სემინარებზე დასწრება, საკანონმდებლო სიახლეების ცოდნა და ა.შ.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი და პროექტების დასრულება განსაზღვრული ვადების და ბიუჯეტების მიხედვით;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • პროფესიონალი ბუღალტრის, მინიმუმ ACCA-ის მეორე დონის, CPA-ის ან იგივე დონის სხვა სერთიფიკატი; აუცილებელია იყოს ACCA-ს მესამე დონის სტუდენტი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიების უნარი;
  • ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:vacancy@algiaudit.ge  და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება ,,აუდიტის მენეჯერის’’.

წარმატებებს გისურვებთ!