პრისეილერი

ბათუმი სრული განაკვეთი კორიდა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძისპროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

შპს „კორიდა“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B  კატეგორია)
  • უმაღლესი განათლება (სასურველია)
  • სამუშაო გამოცდილება (სასურველია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურობა;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
  
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 01 ივნისამდე გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (ჩV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge.  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 595381218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
I _ რეზიუმეების გადარჩევა;
II _ ტესტირება;
III _ გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.