სტუარდინგის ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი რესტორანი ქეთო და კოტე
მივლინება: არა ხელფასი: 1300
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ჭურჭლის მრეცხავი
რესტორანი „ქეთო და კოტე“ აცხადებს ვაკანსიას სტუარდინგის ზედამხედველის პოზიციაზე.

მოთხოვნები და კვალიფიკაცია :
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ზედამხედველის პოზიციაზე
  • ცოდნის გაზიარების უნარი
  • დღის გახსნისა და დახურვის გამოცდილება
  • ყურადღებიანი და მომთმენი სტუმრებისა და თანამშროლების მიმართ
  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარის მქონე
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • გუნდურად მომუშავე
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები, სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ
  • აქტიური მსმენელი
  • შეეძლოს დროის მენეჯმენტი
  • იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს
  • ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე
  • ემოციურად სტაბილური
  • გუნდის მართვისთვის საჭირო უნარები (მიმართულების მიცემა, განაწილება)
  • კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარი
  • სუბორდინაციის დაცვისა და ინფორმაციის შესაბამის სტრუქტურებთან გაზიარების უნარი

ფუნქცია -მოვალეობები:
  • აკონტროლებს ყოველდღიურ საოპერაციო ნაწილს
  • აკონტროლებს სტუარდების და დიასახლისების მუშაობას (დადგენილი წესის მიხედვით ხდება თუ არა სივრცეების დასუფთავება, ჭურჭლის გარეცხვა, ქიმიური ხსნარების გამოყენება და სხვა)
  • დილით ჩექლისთის მიხედვით ამოწმებს რამდენად სრულყოფილად შეასრულა სტუარდმა/დიასახლისმა დაკისრებული მოვალეობა
  • ფიზიკურად ამოწმებს რესტორანს და ინვენტარის დაზიანების, ან სიბინძურის შემთხვევაში მიმართავს შესაბამის ზომებს
  • ყოველდღიურად ატარებს შეხვედრას თანამშრომლებთან, ანაწილებს მათ, აცნობს სიახლეებს, გასაკეთებელ საქმეებს და აანალიზებს დაშვებულ შეცდომებს, აძლევს სწორ მითითებებს.
  • გარემოს და მუშაობის პრინციპებს აცნობს ახალ თანამშრომელს, ზრუნავს მასზე და ეხმარება გარემოსთან ადაპტირებაში
  • ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა შესვენების დროს
  • პრობლემის შემთხვევაში მიმართავს ხელმძღვანელს
  • აგვარებს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს
  • ქმნის პოზიტიურ სამუშაო გარემოს
  • ზრუნავს თანამშრომლების მოტივაციაზე
  • აკონტროლებს სამრეცხაოდან გამოსული პროდუქტისა და ინვენტარის სისუფთავესა და სრულყოფილებას, პრობლემის შემთხვევაში მიმართავს დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
  • საჭიროების შემთხვევაში ითავსებს სტუარდის/დიასახლისის ყველა ფუნქციას
  • პერიოდულად, შეძლებისდაგვარად ატარებს მცირე ტრეინინგებს თანამშრომლებისთვის
  • აკონტროლებს სახარჯ მასალებს
  • ატარებს ყოველთვიურ აღწერებს
  • მუდმივად არის მოწესრიგებული, იცავს ჰიგიენურ ნორმებს და აცვია შესაბამისი უნიფორმა, მოწესრიგებული ფრჩხილები, თმა.
  • იცავს შინაგანაწესის ყველა წესი

სამუშაო არის 9 საათიანი, 5/2-ზე, ხელფასი 1300₾
კომპანია უზრუნველყოფს კვებას, დაზღვევას და ტრანსპორტირებას( 00:00 საათის შემდეგ).

დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr.ketoandkote@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:   +995 599 358 189