პროგრამის ადმინისტრატორი - პროცესების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი: პროექტის/პროგრამის მართვა
შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ადმინისტრატორი - პროცესების მენეჯერის პოზიციაზე. 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • აუცილებელია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
  • სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოდილება

ძირითადი მოვალეობები:
  • შიდა აღრიცხვის პროგრამის ადმინისტრირება
  • პროგრამის მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა
  • პროგრამული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
  • რეპორტების წარმოება
  • პროგრამის მომხმარებლების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი 
  • ახალი თანამშრომლებისათვის პროგრამის ტრენინგების ჩატარება
  • პარტნიორი ორგანიზაციისთვის ტექნიკური დავალების დაწერა და გატესტვა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  09:00 - 18:00 საათამდე (შესვენება 1 საათი).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: recruitment@tim.ge subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს. 
გაითვალისწინეთ: შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში“ გაგზავნილი თქვენი CV „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით. შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით და შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.
მისამართი : ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16
ტელ: 03222 90 00 01
ტელ: +995 599 20 50 04