სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „ავტომტვირთავის მძღოლის“ პოზიციაზე ქ. ხაშურში.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები :
- დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა;
- კლიენტთა მომსახურების და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
- ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ
- მუშაობის პროცესში პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი (რამდენად შენარჩუნებულია პროდუქტის სასაქონლო სახე);
- პროდუქციის მიღებისა და გაცემის კონტროლი;
- ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ავომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
- შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სასურველი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 26 მაისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ავტომტვირთავის მძღოლი მარნეული“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.