კარდიოლოგიის მორიგე ექთანი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგიის მორიგე ექთანის პოზიციაზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1
სამუშაო დრო: 24 საათიანი მორიგეობა
განყოფილება: კარდიოლოგია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე vacancy@vivomedical.ge  და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კარდიოლოგიის მორიგე ექთანი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.