"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ქსელის განვითარების რეგიონალური მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები :
- კომპანიისთვის დასაქირავებელი ფართების და ფრენშაიზის მაღაზიების მოძიება;
- ხელმძღვანელთან იჯარით ასაღები ფართების და ფრენშაიზით გასაცემი ობიექტების შეთანხმება;
- მეიჯარეებთან და პოტენციურ ფრენშაიზორებთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება;
- ბაზრის ანალიზი ( საიჯარო ფართების ფასების დადგენა და ფრენშაიზისთვის პოტენციური ობიექტების განსაზღვრა )
- რეპორტების მომზადება სავაჭრო ობიექტების ფართის ათვისების შესახებ;
- ფრანშაიზინგის მიმართულების განვითარება დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; იურიდიული);
- რითეილში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ „ქსელის განვითარების რეგიონალური მენეჯერი“ .
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.