სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება. ,,დეილის“ შვილობილი ბრენდისთვის: ,,ჩვეული“ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე, სოფ. მუხრანში. ჩვენ გთავაზობთ: - მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას (850-1100, მაღაზიის კატეგორიის შესაბამისად);
- ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
- ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
- სწავლის თანადაფინანსებას;
- განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები: - პროდუქციის შესყიდვის უზრუნველუოფა;
- პროდუქციის შეკვეთების ფორმის მომზადება;
- მაღაზიაში პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების კონტროლი;
- მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი;
- პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები: - ყურადღებიანი და თავაზიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ);
- სამუშაო ადგილი: სოფ. მუხრანი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 216 514 აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!