შპს კავკასიის ეკოსისტემა აცხადებს ვაკანსიას სპეციალისტი შესყიდვა, ლოგისტიკა, საწყობის მართვა და სხვა უზრუნველყოფა
კერძო საინვესტიციო ჯგუფი, მისი შვილობილი კომპანიისა და პროექტისთვის დამწყებ სპეციალისტს (კანდიდატს) ეპატიჟება კარიერის ადრეული განვითარების ეტაპზე.
დამსაქმებელი: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი და მასში შემავალი შვილობილი კომპანიები.
პირობები და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
- ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით (წინასწარ არ არის განსაზღვრული)
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტითა და დაზღვევის პროგრამით.
შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
- მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
- მარაგებისა და შესყიდვების პროცესების წარმართვა;
- სატრანსპორტო, ლოჯისტიკური საკითხების წარმართვა;
- სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;
- პირველადი და მკაცრი აღრიცხვის საბუთების მოგროვება და კონტროლი;
- სხვა ზოგად-ადმინისტრაციული საკითხების წარმართვა;
- ბუღალტერიისთვის საჭირო დოკუმენტაციების და რეპორტების წარმოება;
- კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მოვლა-პატრონობა;
- იმპორტისა და განბაჟების კოტროლი;
- საწყობში მარაგების და მათი განთავსების აღრიცხვა და კონტროლი;
- მონაცემების, კატეგორიებისა და რაოდენობების ექსელში ანალიზი და კონტროლი;
- ნიშური და სპეციფიკური პროდუქტების ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის დონეზე გამოკვლევა, გამოძიება, ანალი და შედარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რელევანტური განათლება;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- MS Office-ის პროგრამების: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის საბაზისო ცოდნა;
- სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა იმ სასურველ დონეზე, რომ შეძლოს ზეპირი და წერილობითი კორესპონდენცია, B1-B2 დონე.
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
- კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა.
- საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- აუცილებალია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ინიციატივა, გააჩნდეს დროის განცდის უნარი და ჰქონდეს სურვილი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში;
- მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული. არ დაიზაროს დეტალებში ჩაძიება და რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, CV ან რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „შესყიდვის, უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება).