ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს დაწყებითი საფეხურის კლასის დამრიგებლის პოზიციაზე.
ათასწლეულის სკოლის კლასის დამრიგებელი:
- საფეხურის კოორდინატორთან ერთად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე;
- თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთან ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე;
- სადამრიგებლო საათის დროს მუშაობს მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას უწევს დავალებების შესრულების პროცესს;
- აქტიურად თანაშრომლობს სკოლის პროფესიული გნვითარების პროგრამის კოორდინატორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრიატის დიპლომი. სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მატემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით.
- სასურველია, დაწყებითი სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.
საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 მაისის ჩათვლით. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.