სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024 წლის 26 აპრილიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობაზე:
- ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
სამართლის ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობებზე:
- ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლისა და სამართლის თეორიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
- ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის (საკორპორაციო სამართლის) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
- ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის (შრომისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის) მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით);
თეოლოგიის ფაკულტეტზე შემდეგ სპეციალობაზე:
- ასოცირებული პროფესორი ქრისტიანული ევროპული ლიტერატურის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი პატერიკული თეოლოგიის მიმართულებით - 1 ვაკანტური ადგილი (აფილირების პირობით).
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების
კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ძირითადი კრიტერიუმი:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.
დამატებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- საერთაშორისო გამოქვეყნებები;
- გასაუბრება;
- საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
- ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #1-ის შესაბამისად;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
შენიშვნა: აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას, ვალდებულია ჩააბაროს უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის მიერ ორგანიზებული ენობრივი კომპეტენციის გამოცდა.
ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით;
ასისტენტ-პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: +995 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 27 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge . დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: +995 577347700. საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 04 ივნისამდე. კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.