გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეო ტექნიკსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართებისა და სპეცტექნიკის გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; აგლაძის #32
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (09:00-18:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული; ბონუსი

თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ: 
  • სანდო და სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას; 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 
  • მზარდ შრომის ანაზღაურებას;  
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას; 
  • გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს, თუ გყავთ არასრულწლოვანი შვილები; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული სპეც.ტექნიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა; 
  • არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება; 
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი საჭიროებიდან გამოდინარე კონკრეტული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია; 
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება; 
  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის და გაყიდვების გეგმის შესრულება;  
 
ძირითადი მოთხოვნები:  
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა; 
  • მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; 
  • კომუნიკაციის კარგი უნარი; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების მენეჯერი). 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.