კომპანია RS LINE - ი, რომელიც წარმოადგენს ვაჭრობის ავტომატიზაციის, საბანკო ტექნიკის და გადაწყვეტილებების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე:
თანამდებობის ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
- პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
- გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა.
- ახალი პროდუქტების შესწავლა და მოძიება
- პროდუქტების ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების შესწავლა.
- ტენდერების და სხვადასხვა პროექტების გარჩევა და დოკუმენტაციის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შემოქმედებითობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დარწმუნების უნარი;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე rsline.hr2@gmail.com