ღამის მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი მადაგონი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
სუპერმარკეტების ქსელი ,,მადაგონი“  აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, გლდანში შემდეგ პოზიციაზე: ღამის მოლარე და კონსულტანტი. 
,,მადაგონი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს და აერთიანებს საკონდიტროს, წარმოებას , სუპერმარკეტების და რესტორნების ქსელსს. კომპანია აქტიურად გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და  ღირებულებებს.  

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი (ღამის და დღის ცვლა); 
  • მეგობრული გუნდი და მხარდამჭერი მენეჯმენტი; 
  • უფასო კვება; 
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში 2-ჯერ ნამუშევარი საათების შესაბამისად; 
  • ანაზღაურებადი შვებულება სამუშაოს დაწყებიდან 6 თვის შემდეგ. 
  • 5% იანი ფასდაკლება ჩვენთან არსებულ პროდუქციაზე ყველა ფილიალში. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები პოზიციების მიხედვით: 
მოლარე (ღამის) 
  • სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება 
 
კონსულტანტი (ღამის) 
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; 
  • პროდუქციის სტანდარტის შესაბამისად განლაგება; 
 
მნიშვნელოვანია ყველა პოზიციაზე კანდიდატი იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს: 
  • ერთმანეთის პატივისცემა; 
  • გუნდურობა და თანადგომა; 
  • ეთიკური პრინციპების დაცვა; 
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა; 

მის: გლდანის 1 მკრ. 


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ლინკი:განაცხადის ფორმა  ან დარეკოთ შემდეგ ნომერზე:+995 599 388 205 , +995 558 028 020; 
 
თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.  
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!