სასწორის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: ქვა/ბეტონი
“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.  
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სასწორის ოპერატორის პოზიციაზე ორხევში არსებულ ბეტონის ქარხანაში. 
სამუშაო ლოკაცია:  თბილისი, ორხევი 
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა  
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 6 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  
  • ქარხანაში შემოსული და გასული ტვირთების აწონვა და დაფიქსირება სიზუსტის დაცვით.  
  • სასწორის გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება. 
  • რეპორტების წარმოება დედლაინების დაცვით. 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი 
  • MS Office ცოდნა 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • საქმიანობის დაგეგმის/ორგანიზების უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
 
არსებული ბენეფიტები: 
  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად. 
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით. 
  • და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბენეფიტებს (ანაზღაურებადი 24 (სამუშაო) დღიანი შვებულება, 10 (კალენდარული) დღიანი შვებულება, და სხვა). 
 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სასწორის ოპერატორი (ორხევი) 
გისურვებთ წარმატებას!   
  
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.  
  
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.  
  
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.   
  
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.  
  
 
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა