მიღება განთავსების თანამშრომელი

ბორჯომი, ბაკურიანი სრული განაკვეთი დიალოგ კოხტა აპარტს
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი „სასტუმროების პროექტების მართვის“ კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს  „დიალოგ კოხტა აპარტს“-ს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  
ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას მიღება განთავსების პოზიციაზე. 
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი 
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანმშრომლის საცხოვრებლსა და ტრანსპორტირებას. 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • აპარტ სასტუმროში სტუმართა მიღება, ოთახებში განთავსება, გაცილების მთლიანი პროცესის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა; 
  • სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება; 
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით; 
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია, სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა; 
  • აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა; 
  • ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა; 
  • სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად; 
 
საჭირო უნარები: 
  • გუნდური მუშაობისა უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური; 
  • ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი; 
  • დეტალეზე ორიენტირებული; 
  • პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული; 
 
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: 
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; 
  • საოფისე პროგრამების ფლობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს 
  • სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე 
  • კვებით უზრუნველყოფას 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,,მიღება განთავსების თანამშრომელი“. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
წარმატებებს გისურვებთ!