ჭურჭლის მრეცხავი

ბორჯომი, ბაკურიანი სრული განაკვეთი დიალოგ კოხტა აპარტს
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ჭურჭლის მრეცხავი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი „სასტუმროების პროექტების მართვის“ კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს  „დიალოგ კოხტა აპარტს“-ს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 
ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, კვების ობიექტზე გამოყენებული ჭურჭლის რეცხვა და შენახვა;
  • სამზარეულოს არეალის დალაგება და ინვენტარ - დანადგარების ყოველდღიური დასუფთავება;
  • სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და საწმენდი საშუალებების მარაგის კონტროლი;
  • საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული სერტიფიკატი, კვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

საჭირო უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, ბინაში განთავსებას;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ჭურჭლის მრეცხავი); განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი