ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი „სასტუმროების პროექტების მართვის“ კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს „დიალოგ კოხტა აპარტს“-ს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, კვების ობიექტზე გამოყენებული ჭურჭლის რეცხვა და შენახვა;
- სამზარეულოს არეალის დალაგება და ინვენტარ - დანადგარების ყოველდღიური დასუფთავება;
- სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და საწმენდი საშუალებების მარაგის კონტროლი;
- საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პროფესიული სერტიფიკატი, კვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, ბინაში განთავსებას;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ჭურჭლის მრეცხავი); განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი