ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს დროებით ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეულებისგან შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
  • დაზღვეულისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება;
  • სადაზღვევო შიდა პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები);
  • სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 24 მაისი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/