საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ემბიჯი რენთ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
MBG Rent ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოში გახდეს ხელმისაწვდომი ყველა მშენებელისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის კონსტრუქციის აშენება და მოპირკეთება. კომპანია დაფუძნდა 2017 წელს. MBG Rent-ის ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

კომპანია MBG Rent აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის  პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის ქ. 
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • 1 С პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:
  • საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
  • საწყობში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • საწყობის გეგმიური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას;
  • წუნდებული პროდუქციის მართვა;
  • თანამშრომლებლებზე დავალებების გადანაწილება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა/ კონტროლი;
  • სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება;
  • მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
  • დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის.

უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 24 მაისი  დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: vacancy@mb.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

MBG Rent მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!