მკარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბარამბო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია ბარამბო აცხადებს ვაკანსიას მკარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,  აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები:
  • მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავება მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტებისთვის
  • ყოველთვიური კონტენტის შექმნა და ციფრული რეკლამის უზრუნველყოფა 
  • (Facebook, Instagram, TikTok)
  • კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაცია, შესაბამის სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობა.
  • დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და სააგენტოებთან კომუნიკაცია, მათთვის ბრიფების მომზადება
  • მარკეტინგულ საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური საბუთების მომზადება/მოწესრიგება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის მონიტორინგი, რეკლამაციების , უკუკავშირის მონიტორინგი
  • ყოველთვიური რეპორტინგი;
  • ვებ გვერდისთვის კონტენტის მომზადება და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
  • Social media პლატფორმების მართვის ცოდნა 

სამუშაო ადგილი: სოფელი ნატახტარი
განაკვეთი: სრული

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@barambo.ge არა უგვიანეს  2024 წლის 8 მაისისა. 
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.