დისტრიბუციის FMG ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბიდი კომპანი (Ferrero)
ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (FMCG)

სადისტრიბუციო კომპანია შპს „ბიდი კომპანი“ დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO  (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac)  Nefis, Sweetpro, Dr.Otker, Confy  trade, Lorenz, Ligos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია შპს „ბიდი კომპანი“ აცხადებს დისტრიბუციის (FMG) ოპერატორის ვაკანსიას თბილისი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 8:30-18:00 სთ

ანაზღაურება -  გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1200  ლარი. ( შემდგომ  ზრდის პერსპექტივით)


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG(SBS) -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;


ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
  • მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა;
  • სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება,აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
  • საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი;
  • ანგარიშფაქტურების გამოწერა.


პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი
  • შრომისმოყვარე
  • მათემატიკური აზროვნების უნარით


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 17 მაისის  ჩათვლით  ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ  ((FMG) ოპერატორი თბილისში)


გისურვებთ წარმატებას!