იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ალგანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას  იურისტის  პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება; 
  • იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია; 
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა; 
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. 
 
სამუშაო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); 
  • აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პრიორიტეტულია და ჩაითვლება უპირატესობად. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • აკადემიური წერის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.