ფილიალის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი წისქვილი ბაზარი
მივლინება: არა
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)
„ბაზარი“    წისქვილის ერთ-ერთი უახლესი პროექტია - მოიცავს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების თანამედროვე მარკეტს, თუმცა აცოცხლებს ძველი, ტრადიციული ბაზარის თემატიკას.  პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://www.facebook.com/bazari.com.ge

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ბაზარი“-ის გუნდში გვაქვს ფილიალის მენეჯერის ვაკანტური პოზიცია. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი, ნიკიფორე ირბახის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 

ძირითადი მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული პერსონალისა და ყოველდღიური პროცესების მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და შედეგებზე კომუნიკაცია პერსონალთან;
  • პრაქტიკანტების ადაპტაციისა და მომზადების პროცესის წარმართვა;
  • ობიექტზე წინასწარ განსაზღვრული პლანოგრამის კონტროლი;
  • მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • შეკვეთებისს მომზადება;
  • მარაგების მართვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საცალო სავაჭრო ქსელური ფორმატის სუპერმარკეტებში მუშაობის მნიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
  • 1C ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს!