კომპანია "სანდო " 2017 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ლესვითი (GIPER) და სამღებრო მიმართულებით რამდენიმე სახის ინოვაციურ პრუდუქტს, აგრეთვე კომპანია პარტნიორობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიც გახლავთ: აზერბაიჯანული კომპანია Fortis Group, ინგლისური კომპანია POWERMIX, ქართული კომპანია NOVA, გერმანული კომპანია KNAUF , პოლონური კომპანია OLEJNIK
კომპანია "სანდო " აცხადებს ვაკანსიას "ბუღალტერი'-ის პოზიციაზე,
ანაზღაურება: 2000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- საგადასახადო აღრიცხვა-რეპორტინგი,
- ფინანსური აღრიცხვა-რეპორტინგი,
- კონტრაგენტებთან საბუღალტრო-ნორმატიული ურთიერთობა (ზედნადებები, ინვოისები, ანგარიშფაქტურები და სხვა)
- სახელმწიფო საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობა,
- საგადასახადო და ფინანსური ოპერაციებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მართვა, (Finna)
- ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Office - ის ცოდნა.
- გამოცდილება შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წელი
- FINNA
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
- კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2023 წლის 23 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV jonimamul@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593 55 18 22
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მისამართი: თბილისი, ხოშარაულის ქუჩა # 29
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.