რეგიონალური დისტრიბუტორი

ქუთაისი სრული განაკვეთი NIKS HOLDING
მივლინება: არა ხელფასი: 1100
გაყიდვები: დისტრიბუცია
„ნიკს ჰოლდინგ“ აცხადებს ვაკანსიას  რეგიონალური დისტრიბუტორის პოზიციაზე.

„ნიკს ჰოლდინგ“ გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
საწყისი ანაზღაურება: 1100₾  + ავტომობილის ცვეთის 100₾

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის;
  • მანქანის დატვირთვა/დაცლა;
  • საჭიროების შემთხვევაში დილით საწყობიდან პროდუქციის წამოღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
  • კორპორაციულ  ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ რეგიონალური დისტრიბუტორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!