ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ფასადის სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- ფასადის სამუშაოების დეტალური გეგმა გრაფიკის შემუშავება და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის ვადებთან და ეტაპებთან;
- ფასადის სამუშაოების უწყვეტი ინტეგრაცია პროექტის სხვადასხვა დისციპლინებთან (MEP, Fit‐ Out, Landscaping სამუშაოები);
- მინის, ფასადის პანელების, მოპირკეთების და მათი არქიტექტურული მახასიათებლების და საპროექტო სპეციფიკაციების შესაბამისობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
- პროექტის ვადების და სტანდარტების უზრუნველსაყოფად, რეგულარული ინსპექტირების ჩატარება სამუშაოების მიმდინარეობისას;
- უსაფრთხოების რეგულაციების და პროტოკოლების მონიტორინგი;
- პროექტის წარმატებით განსახორციელებლად პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან კოორდინაცია, პრობლემების და მათი ეფექტური გადაჭრის გზების შემუშავების მიზნით;
- შესრულებული სამუშაოების აზომვითი ნახაზების As‐Built მომზადების მონიტორინგი;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების წარმოება.
- პროექტის მიმდინარეობის დროს რისკების დროული იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციისთვის გეგმის შემუშავება პროექტის მენეჯერთან ერთად.
- ხარისხის კონტროლის ღონისძიებების გატარება, სამუშაოების მითითებულ სტანდარტებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
- შესასრულებელ სამუშაოზე რეკომენდაციების გაცემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება პროექტის მოთხოვნებთან, რეგულაციებთან და საერთაშორისო აღიარებულ პრაქტიკებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება (ეკონომიური და/ან სამშენებლო -საიჟინრო კუთხით);
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD).
უნარ-ჩვევები:
- პრეზენტაბელურობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატურობა;
- დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 23 მაისამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!