რეზერვი მოლარე

გურჯაანი, ყვარელი, თელავი სრული განაკვეთი ქართული კრედიტი
მივლინება: არა
ენები: რუსული
საბანკო: მოლარე (საბანკო)
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 6 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: რეზერვის მოლარე
ადგილმდებარეობა: კახეთის ფილიალები (გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი)
სპეციფიკური პირობა: საჭიროების შემთხვევაში რეზერვის მოლარეს მოუწევს კახეთის ოთხივე ფილიალის (თელავი, ყვარლი, ლაგოდეხი და გურჯაანი) არსებული მოლარის შეცვლა.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 7 მაისი, 2024 წელი

ფუნქცია მოვალეობები:
  • სალაროს გახსნა შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით;
  • კლიენტების საკასო და საოპერაციო მომსახურება;
  • მარტივი სესხის გაცემა და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
  • დღის ბოლოს სალაროს ნაშთის გადათვლა და პროგრამულ ბალანსთან შედარება, დანაკლისი/ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და ბუღალტრული გატარებების გატარება;
  • კორპორატიული მეილთან და სხვა საკომუნიკაციო არხებთან მუდმივი წვდომა სამუშაო საათებში;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ფინანსურ ორგანიზაციაში;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.

პოზიციის პირობები:
ანაზღაურება - სამუშაო პერიოდში დარიცხული 875 ლარის პროპორცილუად, არასამუშაო პერიოდში დარიცხული 300 ლარის პროპორციულად;
კომპანია უზრუნველყოფს სამივლინებო (დღიურად 30 ლარი), სასტუმროს და სატრანსპორტო ანაზღაურებას;
კორპორატიული ნომერი;
ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 საათამდე, ყოველი თვის ბოლო შაბათი 10:00-14:30 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს მისო “ქართული კრედიტის” მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge
თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge სახელწოდებით “რეზერვი”. მიღებული ინფორმაცია აისახება აპლიკანტების რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 3 წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ რეზიუმე წაიშლება.
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.