ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიომარკეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
კომპანია "ბიომარკეტი" ქოლცენტრი, რომელიც 7 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს სილამაზისა და ჯანდაცვის სფეროში, აცხადებს ლოჯისტიკის მენეჯერის ვაკანსიას.
ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას აძლევს დასაქმებულს, მიიღოს ცოდნა და გამოიყენოს ეფექტური მუშაობისთვის, განივითაროს უნარები და შეიქმნას მყარი ფუნდამენტი კარიერული წინსვლისთვის!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან სპეციალური განათლება ლოგისტიკის, ტრანსპორტის ან სხვა მომიჯნავე სფეროებში;
  • ლოგისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • მიწოდების ორგანიზების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა;
  • კომპიუტერთან და ლოგისტიკის პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;     
  • ორგაზაციული უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია:
  • ლოგისტიკის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და გეგმიური შეფასება;
  • მარშრუტიზაცია და შეკვეთების ოპტიმიზაცია მაქსიმალური ეფექტურობისთვის;
  • შეკვეთების განაწილება მძღოლებისა და კურიერებისთვის;
  • გაგზავნილი შეკვეთების მიწოდების პროცესის მონიტორინგი (რეალური დროის რეჟიმში);
  • კონტაქტი მძღოლებთან და კურიერებთან მარშრუტის შესახებ ინფორმირებისთვის;
  • მარშრუტთან დაკავშირებული საკითხების/პრობლემების მოგვარება;
  • ახალი გასაგზავნი შეკვეთების მიღება და დამუშავება, მათი კლასიფიკაცია და სორტირება;
  • გასაგზავნი შეკვეთებისთვის ჩანაწერების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • განხორციელებული მიწოდებებისა და შკვეთის სტატუსების ყოველდღიური აღწერების მომზადება;
  • მიწოდების საკითხისა და შეკვეთის დეტალების დასაზუსტებლად უკუკავშირი მომხმარებლებთან
  • მომხმარებელთა გაჩენილი პრობლემებისა და საჩივრების მოგვარება სერვისის განყოფილებასთან თანამშრომლობით;
  • ლოგისტიკური პროცესების მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • ლოგისტიკური სისტემის გასაუმჯობესებლად ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა.
 
რას გთავაზობთ?
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 ( 1 საათიანი შესვენება გათველისწინებულია);
  • ანაზღაურება : 1000 ლარი + ბონუსი;
  • მეგობრული გუნდი, სასიამოვნო გარემო;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
  • FitPass.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.abuladze.biomarket@gmail.com subject_ში აუცილებლად მიუთითეთ ლოჯისტიკის მენეჯერი! 

გისურვებთ წარმატებებს!