კომპანია ,,ბეკო,, საქართველოს ბაზარზე 25 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს .
კომპანიას გამოარჩევს : კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურეობის მაღალი დონე , ინავაციური ტექნიკა , პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია- ცვლილება უკეთესობისკენ !
ბეკო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე 1C ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი : სრული
ანაზღაურება : გამოცდილების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების (ფინანსების) მიმართულებით ;
- პროგრამა 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება ;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ;
- საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Power Point, Internet, Ms. Office )
- Excel ის და 1C ERP მაღალ დონეზე ცოდნა ;
ძირითადი მოვალეობები :
- უცხოელ პარტნიორებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება ;
- 1C ERP პროგრამის დანერგვის პროცესების მართვა , კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა და მისი უზრუნველყოფა პროგრამის ფუნქციური გამართულობისა და რეპორტინგის წარმოების კუთხით;
- კონკურენტ ბრენდების პროდუქციის ფასებისა და მომსახურეობის ანალიზი;
- გაყიდვების გეგმების შემუშავებაში ჩართულობა , თვიური რეალიზაციების და ხარჯების შეფასება და რეპორტინგი ;
- არსებული მარაგების ბრუნვადობის ანალიზი და კონტროლი;
- პროდუქციის შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციების დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტისთვის მიწოდება ;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის წინასწარ განსაზღვრულ ვადებში სხვადასხვა სახის რეპორტებისა და ანგარიშების მომზადება/ წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში;
აუცილებელი უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- ანალიტიკური აზროვნება ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა ;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი ;
გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@technoshop.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.