კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი თოლია
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1600
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
შპს „ქართუ - უნივერსალი“ ნაყინის და ნახევრფაბრიკატების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს - „თოლია“- ს და „კამპარა“ - ს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/ თოლიას ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

 ძირითადი ფუნქციები:
  • კლიენტების კონსულტირება და მომსახურება;
  • სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა;
  • პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
  • პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი;
  • სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
  • უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
 
სამუშაო პირობები:
  • ადგილი: თბილისი.
  • გრაფიკი: დღეში 6-8 საათი
  • ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები;
  • ანაზღაურება: 1300 - 1600 ლარი
  • საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილამდე
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@tolia.ge; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

თოლია წარმატებებს გისურვებთ!