კომერციული დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი ვიანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი: კომერციული დირექტორი
სს ’’ვიანი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის  პოზიციაზე თბილისში
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახელმწიფო პროგრამებში ჰოსპიტლის ჩართვის პროცესის მართვა;
  • კომერციულ მიმართულებაში შექმნილი კრიზისული სიტუაციების მართვა, მოსალოდნელი გართულებებისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება, შესაბამისი კომუნიკაცია და აღმოფხვრა;
  • სხვადასხვა კომპანიასთან ხელშეკრულებების დადება, მართვა და მონიტორინგი;
  • ჰოსპიტლის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • მოგება/ზარალის ანგარიშგების მომზადება და ანალიტიკა მთლიანი ჰოსპიტლისა და შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჭრილში;
  • სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების მოძიება, ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლა და კლინიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და ზედამხედველობა;
  • კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია;
  • ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება/სამოტივაციო სისტემის შესრულების კოორდინაცია;
  • თანამშრომლების მუშაობის პერიოდული შეფასება და უკუკავშირი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
  • სასურველია მაგისტრის ხარისხი (ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
  • სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციებზე მინიმუმ 3  წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურევლია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • ინგლისური ენის  ცოდნა;
  • ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ანალიტიკური უნარები;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • გუნდის მართვის კომპეტენცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 06 მაისი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
'სს „ვინი' მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე