მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Seaside Tbilisi
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 215 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.  
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ მდებარეობს „ჯინო აკავაპარკის“ მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო  „ველნეს“ ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში. 
სასტუმრო აცხადებს ვაკანსია მიმტანის პოზიციაზე 
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე  
  • მაგიდების შემოწმება გაწყობა სტანდარტების მიხედვით 
  • მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა  
  • სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა 
  • შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად; 
  • უშუალო ზედამხედველის დეტალური ინფორმირება სტუმრის უკმაყოფილების და სხვა არაორდინალური სიტუაციების შემთხვევში  
  • ჰიგიენური სტანდარტების დაცვა; 
  • სტუმრებთან და კოლეგებთან სწორი და დადებიტი და პროაქტიული და ეფექტური კომუნიკაცია  
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება. 
  • სტუმრის მოთხოვის წინასწარი განსაზღვრა და მისი მოლოდინის გადაჭარბება შესაბმისი მომსახურების შეთავაზებით. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა  

საჭირო პიროვნული უნარები: 
  • ორგანიზებულობა 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • პოზიტიურობა, ენერგიულობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • დროის მართვის უნარი 

კომპანია გთავაზობთ:  
  • 9 საათია სამუშაო გრაფიკს ცვლებში - კვირაში 5 დღე.  
  • ანაზღაურება 1000 ლარი (NET) 
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • კვებით და უნიფომრით უზრუნველყოფას 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:hr@ginoseaside.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. 
 
გისურვებთ წარმატებას!