დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Seaside Tbilisi
მივლინება: არა ხელფასი: 1000
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 215 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ მდებარეობს „ჯინო აკავაპარკის“ მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო „ველნეს“ ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.

სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“
აცხადებს ვაკანსია დიასახლისის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები
  • სასტუმროს ოთახების დასუფთავება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
  • საწოლის თეთრეულის გამოცვლა.
  • ოთახის აბაზანის და სამზარეულო კუთხის მოწესრიგება და დალაგება
  • ნარჩენების გატანა და შესაბამისი წესების დაცვით
  • ოთახში დალაგებისას აღმოჩენილი ხარვეზის ზედამხედველისთვის დროული შეტყობინება
  • ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • სამუშაო იარაღების და აღჭურვილობის სწორი გამოყენება და მოვლა
  • ოთახში შესვლის და მოსახურების სტანდარტის დაცვა
  • ზედამხედველის მითითებების ზედმიწევნით შესრულება
  • დაკარგული ნივთების სათანდოდ აღწერა და ინფორმირება
  • სხვა სივრცეების დასუფთავება საჭიროებისმებრ და ზედამხედველის მითითებით

სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

  • კომპანია გთავაზობთ:
  • 9 საათიან სამუშაო განაკვეთს ცვლებში - კვირაში სამუშაო 5 დღე.
  • ანაზღაურება 1000 ლარი (NET).
  • კვებით უზრულველყოფა.
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginoseaside.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 598081608.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გისურვებთ წარმატებას!