კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე.
მოვალეობები :
- ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმართვა;
- ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და პროგრამულად დამუშავება;
- საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
- საბანკო ტრანზაქციების განხორციელება;
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა Fina -ში ან 1С-ში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ის ცოდნა;
- სასურველია ინგლისურის ენის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა.
გრაფიკი - სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება - 2250-2750 ლარამდე (დარიცხული) კვალიფიკაციის და კომპანიის შიდა პოლიტიკის მიხედვით, ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: hrcompanygeo@gmail.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.