რესეფშენი /ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო OLD WALL
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa), მიმღები (Front Office)
სასტუმრო „OLD WALL“ აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
 
სამუშაო პირობები:
ხელფასი  24 საათიან სმენაში 100 ლარი (ხელზე ასაღები)
24 საათიანი მცოცავი გრაფიკი (ოთხ დღეში ერთი სმენა )
ადგილმდებარეობა : ორთაჭალა, ბეჟან კალანდაძის 8 
გრაფიკი: სამუშაო სმენები( გრაფიკი ხელსაყრელია სტუდენტებისთვის)
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • სტუმრების მიღება-განთავსება;
  • სტუმრის პრობლემებზე სწრაფი რეაგირება;
  • სასტუმროს საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის გაცვლა;
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
  • სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (სხვა ენა ჩაითვლება უპირატესად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასტუმროს პროგრამასთან მუშაობა; 1C  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 
 
პიროვნული მახასიათებლები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;

ჩვენთან გუნდში მიიღებთ  საუკეთესო გამოცდილებას და მშვენიერ შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის! 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელფოსტის მისამართზე:  hr@pab.ge  სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.