სასტუმროს ადმინისტრატორი

ონი სრული განაკვეთი მანინო უწერა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

სასტუმრო მანინო უწერა აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე:



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • Check in/ Check out პროცედურების მიხედვით სტუმრების მიღება / გაცილება
  • სასტუმროს შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და სტუმრებისთვის და/ან დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება
  • სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ჩანიშვნა და შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია
  • სასტუმროს პროგრამაში ეფექტური მუშაობა, ჯავშნის დარეგისტრირება და ცვლილებების შეტანა
  • სასტუმროს საოპერაციო მენეჯერისგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულება, პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ინგლისური ენის ცოდნა


აღნიშნული პოზიციისთვის სასტუმრო უზრუნველყოფს ყოველდღიურ ტრანსპორტირებას და საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელ ადგილს. 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@manino.ge

სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.