ქართულ - ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ „ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება“ აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვების/ მოზარდების შეფასება - ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების, საარტიკულაციო აპარატის, კვების/ღეჭვის/ყლაპვის შესაძლებლობების მიმართულებით.
- დიაგნოსტირების შემდგომ ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება:
- კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
- კვებისა და პირის ღრუს ტაქტილური სტიმულება(შეგრძნებების ადაპტირება სხვადასხვა სტიმულებთან მაგ.ახალი საკვების მიმღებლობა);
- კვების უნარების განვითარებისათვის ადაპტური და კომფორტული გარემოს შექმნა;
- ორალურ-მოტორული უნარების განვითარება და კონტროლი კვების დროს;
- კვების სწორი მოდელის შემუშავება და კვების რუტინის შედგენა.
- მშობელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- მშობლის განათლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ჩანაწერების განხორციელება;
- სამუშაო სტრატეგიის განსაზღვრა ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამუშაოები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, დასაშვებია სტუდენტური სტატუსის მქონე დამამთავრებელი კურსი(მუშაობა მხოლოდ სუპერვიზიის ქვეშ);
- სასურველია ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება.
- ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
- აუცილებელია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა.
პიროვნული უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
- ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე ) ელ. მისამართზე shst2022@gmail.com
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!