საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "Nero Line" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება
- შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
პიროვნული თვისებები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
- ენერგიულობა და აქტიურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი და პოტენციური კლიენტების მოძიება;
- წლიური და კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
ხელფასი: 1000 - 2500 + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@nerolines.com გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!