დისტრიბუტორი

თბილისი, გორი სრული განაკვეთი მზიური
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1600
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს  ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში  აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისი- გორის რეგიონზე  დისტრიბუტორის თანამდებობაზე:

კომპანიის მოთხოვნები და პირობები;
  • ანაზღაურება  1300-1600 ლარი
  • სამუშაო განაკვეთი - სრული
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • აუცილებელი პირობა:  ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

მოვალეობები:
  • მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
  • უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის   
  • ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში,  ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე  აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს  ამსახველი ტაბელი. 
  • უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:    hr@mziuri.com.ge   

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."