ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი ბრედფილდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინჟინერია: სისტემური პროცესების ინჟინერი
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას  ინჟინერის  პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: 
  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; 
  • ანაზღაურება:  კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;

ბენეფიტები:
  • ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სამოტივაციო პროგრამები.

ძირითადი მოვალეობები: 
  • წარმოებაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობისთვის პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელება
  • წყლის და ჰაერის ფილტრაციის სისტემის, ასევე შენობის ტემპერატურული რეჟიმის მეთვალყურეობა, პრობლების შემთხვევაში დიაგნოსტიკა და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელება
  • მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული და ოპერაციული გამართულობის, ასევე ყველა სხვა დამხმარე მოწყობილობისა თუ ფიზიკური კორპუსის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრო და მექანიკური დიაგნოსტიკა, პრობლემის ანალიზი და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა
  • Preventative Maintenance ცხრილის შემუშავება, განხორციელება და განახლება;
  • კომპანიაში არსებული აუდიტით გათვალისწინებული პუნქტების შემუშავება და დანერგვა 
  • შესაკვეთი ნაწილებისა და მარაგების პროგრამების განვითარებაზე ზრუნვა, ასევე სხვადასხვა ნაწილების ინვენტარიზაციის პროცედურების ორგანიზება;
  • მოლაპარაკებების წარმოება გარე კონტრაქტორებთან კონკრეტული საკითხების გამოსწორების მიზნით;
  • მოლაპარაკებების წარმოება ელექტროენერგიის, გაზისა თუ წყლის, როგორც ადგილობრივ, ისე კერძო თუ სახელმწიფო კომერციულ მომწოდებლებთან; 
  • ERP სისტემაში, ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელება 
  • საწარმოს დირექტორის რეგულარული ინფორმირება პროდუქციის საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ, დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების  ჩათვლით;
  • ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების  შესახებ , პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ელექტრონული, მექანიკური ან/და ავტომატიზაციის ინჟინერიის განხრით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე:  vacancyibh@ibh.ge