ბრიგადის მუშა

ბათუმი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი)
შპს „სერვის ნეტ გრუპი“აცხადებს ვაკანსიას ბრიგადის მუშის პოზიციაზე ქ.ბათუმი 
 
სამუშაო აღწერილობა:  
  • სახაზო ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა; 
  • მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება; 
  • ჭებისა და სატელეფონო არხების აშენება; 
  • სატელეფონო არხების ვარგისიანობის შემოწმება; 
  • არსებული სატელეფონო არხების აღდგენა, დამარხული ჭების მოძებნა/ამოსუფთავება; 
  • სატელეფონო ბოძების გამაგრება/ გადატანა; 
  • კაბელების ჩადება სატელეფონო არხებში; კაბელის გაყვანა შენობებეზე; საჰაერო კაბელების მონტაჟი; 
  • საჭიროების შემთხვევაში მძღოლის ფუნქციების შეთავსება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები: 
  • სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება; 
  • (კერძოდ, შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე კაბელის მონტაჟის გამოცდილება); 
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილება); 
  • დისციპლინირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის კულტურა;   
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე:  მისამართზე:  vacancy@servicenetgroup.ge2024 წლის 17  მაისის   ჩათვლით  . ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.