IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო სერვისების გამართული მუშაობის ორგანიზება და კონტროლის უზრუნველყოფა;
- სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით მონიტორინგის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი, საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების გუნდის მართვა, კოორდინაცია და კონტროლი;
- ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების სამუშაოს დაგეგმვა და მართვა;
- ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენის უზრუნველყოფა პერსონალისთვის;
- ბიზნესის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება
- მიმდინარე პროექტებში სრულად ჩართულობა, რეკომენდაციების გაწევა
- სიახლეების ან/და ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება
- გუნდის წევრებისთვის მიზნების დასახვა და დასახული მიზნების მიღწევაში მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- ქსელური ინფრასტრუქტურის სიღრმისეული ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- გუნდის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- გამოვლენილ ხარვეზებზე დროულად რეაგირების უნარი;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00 - 18:00
- ანაზღაურება: 2 200 ლ
გისურვებთ წარმატებას!